მთიელთ სამშობლო თავისა''
სიყვარულის, ლექსის,სადღეგრძელოს ენავ.''
სასწავლო პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: ლიტერატურული საღამო: ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრების გზა
.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: ალ. ყაზბეგის ვრცელი ბიოგრაფიის გაცნობა/შესაწავლა, ალექსანდრე ყაზბეგის ბლოგის შექმნა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ამ დიდი მწერლის შესახებ,მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი კუთხის შვილია და რაიონი მის სახელს ატარებს. მოსწალვეების მიერ შექმნილი ბლოგით ისარგელებს ყველა დაინტერესებული პირი.
4.პროექტის მიზნები: ალ. ყაზბეგის ბიოგრაფიული ცნობების მოძიება; ექსკურსია ალ. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში; იმ გზის რუკის შედგენა, რომელსაც ალ. ყაზბეგი გადიოდა მეცხვარეებთან ერთად 7 წლის განმავლობაში; ალ. ყაზბეგზე არსებული ლექსების მოძიება; დიდი მწერლების [ილიას,ვაჟას,დ.კლდიაშვილის,გალაკტიონისა და სხვ.] გამონათქვამების მოძიება ალ. ყაზბეგსა და მის შემოქმედებაზე; მოძიებული მასალის გამოყენებით ვებ–გვერდის(ბლოგის) შექმნა
5.მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე: ოქტომბერი–ნოემბერი.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:ბავშვები გაეცნობიან და შეიყვარებენ ამ დიდ მწერალს და მის შემოქმედებას; განივითარებენ კვლევის უნარებს, გამომეტყველებითი კითხვის ჩვევებს; განუვითარდებათ ისტ პრაქტიკული გამოყენების უნარ–ჩვევები.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურა; ინტერნეტ რესურსები: www.google.ge , www.ka.wikipedia.org.ge , www.literatura.ge
9.პროექტის მსვლელობა [ძირითადი აქტივობები]:მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება: 1.მწერალზე არსებული ლექსების შეგროვება; 2.გამონათქვამების მოძიება; 3.ექსკურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებების დამუშავება; 4საღამოს ჩატარებისთვის გეგმის შემუშავება; 5 ბლოგის დამუშავება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ისტ. ეროვნული სასწავლო გეგმა–ქართ.12.1
11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]: ლალი სამქანაშვილი, გულო გომიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:lali.samkanashvili@gmail.com ;gulo.gomiashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: