Monday, July 4, 2011

,,ხატად ჰყავ,სალოცავ ხატად
მთიელთ სამშობლო თავისა''








         ,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

სიყვარულის, ლექსის,სადღეგრძელოს ენავ.''



სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება:   ლიტერატურული საღამო: ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრების გზა 
.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)  1–2 წინადადებით: ალ. ყაზბეგის ვრცელი ბიოგრაფიის გაცნობა/შესაწავლა, ალექსანდრე ყაზბეგის ბლოგის შექმნა.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ამ დიდი მწერლის შესახებ,მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი კუთხის შვილია და რაიონი მის სახელს ატარებს. მოსწალვეების მიერ შექმნილი ბლოგით ისარგელებს ყველა დაინტერესებული პირი.

4.პროექტის მიზნები: ალ. ყაზბეგის ბიოგრაფიული ცნობების მოძიება; ექსკურსია ალ. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში; იმ გზის რუკის შედგენა, რომელსაც ალ. ყაზბეგი გადიოდა მეცხვარეებთან  ერთად 7 წლის განმავლობაში; ალ. ყაზბეგზე არსებული ლექსების მოძიება; დიდი მწერლების [ილიას,ვაჟას,დ.კლდიაშვილის,გალაკტიონისა და სხვ.] გამონათქვამების მოძიება ალ. ყაზბეგსა და მის შემოქმედებაზე; მოძიებული მასალის გამოყენებით ვებ–გვერდის(ბლოგის) შექმნა

5.მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე: ოქტომბერი–ნოემბერი.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:ბავშვები გაეცნობიან და შეიყვარებენ   ამ დიდ მწერალს და მის შემოქმედებას; განივითარებენ კვლევის უნარებს, გამომეტყველებითი  კითხვის ჩვევებს; განუვითარდებათ ისტ პრაქტიკული გამოყენების უნარ–ჩვევები.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურა; ინტერნეტ რესურსები: www.google.ge  www.ka.wikipedia.org.ge   , www.literatura.ge

9.პროექტის მსვლელობა [ძირითადი აქტივობები]:მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება: 1.მწერალზე არსებული ლექსების შეგროვება; 2.გამონათქვამების მოძიება; 3.ექსკურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებების დამუშავება; 4საღამოს ჩატარებისთვის გეგმის შემუშავება; 5 ბლოგის დამუშავება.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ისტ. ეროვნული სასწავლო გეგმა–ქართ.12.1

11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]: ლალი სამქანაშვილი, გულო გომიაშვილი

12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:lali.samkanashvili@gmail.com  ;gulo.gomiashvili@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment